ძლიერი წვიმის შედეგად ქედაში მეწყერი ჩამოწვა

ძლიერი წვიმის შედეგად, ქედაში, პირველი მაისის ცენტრალური გზის მონაკვეთზე მეწყრული პროცესი განვითარდა. ამის გამო მოძრაობა შეფერხებულია.

როგორც მუნიციპალიტეტის გამგეობაში “აიპრესს” განუცხადეს, აღნიშნულ ტერიტორიაზე მეწყრული პროცესი ადრეც განვითარდა.

მათივე ინფორმაციით, ადგილზე უკვე მობილიზებულია ტექნიკა და გზა უახლოეს პერიოდში გაიწმინდება.

წყარო: “ipress.ge”

სხვა ვიდეოები