ძლიერმა ტალღებმა სანაპიროზე საყოფაცხოვრებო ნარჩენები გამოიტანა

შავ ზღვაზე 5 ბალიანი შტორმის შედეგად სანაპირო ზოლი და ბულვარის ტერიტორია  დანაგვიანდა.ძლიერმა ტალღებმა სანაპიროზე საყოფაცხოვრებო ნივთები გამორიყა.

პოლიეთილენის ბოთლები, ჩუსტები, ჰიგიენური საშუალების ნვთები და ა.შ.  ასე გამოიყურება ამ წუთებში პრომინათი ბათუმის ახალ ბულვარში.

შტორმის შედეგად დანაგვიანებული სანაპირო ზოლის დასუფთავება დილის 6:00 საათზე დაიწყო, პარალელურად მიმდინარეობს ზღვაში გამსვლელი სანიაღვრე არხის გაწმენდის სამუშაოები.

წყარო:”აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები