ე.წ. ჭაობის რეაბილიტაცია

ე.წ. ჭაობის დასახლებაში ქუჩების რეაბილიტაცია გრძელდება. ჰაიდარ აბაშიძის ქუჩაზე იცვლება გრუნტი, მონტაჟდება სანიაღვრე სისტემა, რომლის დასრულებისთანავე მოეწყობა ბორდიურები. ტროტუარებზე დაიგება დეკორატიული ფილები და ასფალტის საფარი.

პროექტის I ეტაპის ფარგლებში 25 ქუჩის კეთილმოწყობა იყო დაგეგმილი. რაც შეეხება II–III ეტაპებს, გათვალისწინებულია 21 ქუჩის მოწესრიგება. სამუშაოების ღირებულება 43 მილიონამდე ლარს შეადგენს და 2018 წლის ნოემბერში დასრულდება.
“აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები