ეკობანაკი 2017

საზაფხულო ბანაკების პროექტის ფარგლებში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სალიბაურის #2 საჯარო სკოლა-პანსიონის ეკობანაკი 2017 წლის ივლის-სექტემბერში, რამდენიმე ნაკადად 1 500 მოსწავლეს უმასპინძლებს აღმოსავლეთ საქართველოდან. სალიბაურის ბანაკს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მოსწავლეთა საზაფხულო ბანაკების პროექტის „დავისვენოთ და ვისწავლოთ ერთად“ ახორციელებს ერთობლივად კავშირთან მდგრადი განვითარების „ეკოხედვა“.
დღეს, ბანაკი საქართველოს ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან ინგა შამილიშვილთან ერთად დაათვალიერა.
ეკობანაკში მე-7, მე-8, მე-9 კლასის მოსწავლეები იღებენ მონაწილეობას სხვადასხვა სოციალური კატეგორიიდან და მათთვის შედგენილი შემეცნებით-გასართობი აქტივობები ძირითადად ბუნებისდაცვისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების პოპულარიზაციას ემსახურება.
ბანაკის აქტიობებს დღეს ასევე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე სულიკო თებიძე და მინისტრის მოადგილე მირიან ქათამაძე გაეცნენ.
“აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები