,,ელესას” მეორე აუდიო-ალბომის პრეზენტაცია

ქედის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერით ამჟამად ქედაში გაიმართა ვაჟთა ფოლკლორულ ანსამბლ ,,ელესას” მეორე აუდიო-ალბომის პრეზენტაცია, რომელიც ფონდმა ,,ქართულმა გალობამ” გამოსცა. ანსამბლის შემოქმედებითი ამოცანაა მშობლიური კუთხის მარგალიტების მოძიება, შესწავლა და პოპულარიზაცია, რომლებსაც ისინი საარქივო ჩანაწერებიდან და ადგილობრივი ხანდაზმული მომღერლებისაგან სწავლობენ. საშემსრულებლო სტილს კი პირველწყაროსთან მაქსიმალრი სიახლოევე განსაზღვრავს.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თეონა ბერიძე, უფროსი სპეციალისტი მადონა თევზაძე, ქედის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, პრესისა და ტელევიზიის მუშაკები.
ანსამბლს ალბომის გამოცემა მიულოცა თეონა ბერიძემ, ქედის მერმა ლევან გორგილაძემ, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა ანზორ ბოლქვაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ შუქრი თურმანიძემ.

წყარო:”ქედის კულტურის ცენტრი”

სხვა ვიდეოები