ემზარ მამულაძე თურქ მებაჟეებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს

საქართველოს მოქალაქე ემზარ მამულაძე თურქ მებაჟეებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. მისი თქმით, დღეს მეზობელ ქვეყანაში იმყოფებიდა უკან დაბრუნებისას სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე, თურქეთის მხარეს მებაჟეებმა ოთახში შეიყვანეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მიზეზად ორი დღის წინ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისთვის მიცემული ინტერვიუ დაუსახელეს, რომელიც თურქ მებაჟეების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობას შეეხებოდა.

ემზარ მამულაძის თქმით, მას ტელევიზიის ეთერში გასული მასალა ტელეფონით უჩვენეს და განმარტებები მოსთხოვეს. ირწმუნება, რომ ერთ-ერთი მებაჟის ბრძანებით ვიდეოთვალი გამორთეს, რათა მომხდარი არ დაფიქსირებულიყო. მამულაძე გონიოს პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. ამ დროისთვის იგი ექსპერტიზაზეა.

წყარო: “აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები