ენმ ქონების ეროვნულ სააგენტოს მიმართავს

ნაციონალური მოძრაობა სახელმწიფო ქონების ეროვნულ  სააგენტოს მიმართავს. მირდატ ქამადაძე აცხადებს, რომ შენობა, რომელიც ტექნოლოგიური უნივერსიტეტისთვის აშენდა,შპს „ბათუმი თაუერმა“ საპრივატიზაციო თანხად, 25 მილიონ 4 ათას 626 დოლარად იყიდა, ნაკისრ ვალდებულებებს ვერ ასრულებს.

ქამადაძის მტკიცებით, კომპანიამ ბოლოს ვალდებულების შესრულების გადავადება 2018 წლის სექტემბრამდე ითხოვა. ნაციონალური მოძრაობა კორუფციული გარიგებაზე მიუთითებს. ჩვენ დავუკავშირდით ქონების ეროვნულ სააგენტოს, სადაც ამ ეტაპზე კომენტარი არ კეთდება.

“აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები