ენმ: ”ზურაბ პატარაძე ოლიგარქიულ რეჟიმს მფარველობს და რეგიონიდან ხეების გატანის პროცესებს ხელს უწყობს”

‘’ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ წევრებმა დღეს მთავრობის სახლთან აქცია-პერფორმანსიგამართეს. ისინი ადმინისტრაციულ შენობასთან პლაკატებითა და ხის საჭრელი დანადგარებით მივიდნენ.

ნაციონალური მოძრაობის წევრები ამბობენ, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძეოლიგარქიულ რეჟიმს მფარველობს, რეგიონიდან ხეების გატანის პროცესებს ხელს უწყობს, რაც დიდი დანაშაულია.

აქციის მონაწილეების თქმით, ჩაქვის ტერიტორიაზე დაზიანებულია სხვა მწვანე ნარგავები.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდებენ, პროცესები შეაჩერონ. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი პერმანენტული აქციებით იმუქრებიან.

წყარო:”აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები