“ENPARD” პროგრამის პირველი ფაზის შეჯამება

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) პირველი ფაზის (2014 – 2017 წწ) შედეგების შეჯამება გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, საქართველოში ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ავთანდილ მესხიძე ესწრებოდნენ.
პროგრამის ფარგლებში სოფლად მცხოვრებმა ადამიანებმა ევროკავშირის პირდაპირი დახმარება მიიღეს.
ევროკავშირის პირდაპირი დაფინანსება და ტექნიკური მხარდაჭერა 280-ზე მეტმა კოოპერატივმა მიიღო. ათასზე მეტმა კოოპერატივმა მიიღო გრანტი. 2015 წელს ევროკავშირმა დაიწყო და წარმატებით განხორციელდა სოფლის განვითარების საპილოტე პროექტები ლაგოდეხში, ბორჯომში, ყაზბეგსა და აჭარაში. სოფლის განვითარების 120-ზე მეტი ინიციატივა დაფინანსდა ისეთ სფეროებში, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, სოციალური სერვისები, ინფრასტრუქტურა და გარემოს დაცვა. ამ ინიციატივების ფარგლებში დასაქმდა 700-ზე მეტი ოჯახი და 8 ათასზე მეტმა სოფლად მცხოვრებმა გაიუმჯობესა საცხოვრებელი პირობები.
რაც შეეხება ENPARD-ის III ფაზას, შეთანხმების თანახმად, ეს თანხები მოხმარდება სოფლად მცხოვრები მოსახლეობის საცხოვრებელი და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას.
ENPARD I-ის შეჯამებისას ექსპერტმა რუბინა დევრიკიანმა აქცენტი აჭარის რეგიონზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ აჭარის რეგიონში პროექტს განსაკუთრებული წარმატებები ჰქონდა.
ENPARD-ის III ფაზით გამოყოფილი 77.5 მილიონი ევრო, ჯამში კი, სამივე ფაზით მიღებული 180 მილიონი ევროს დახმარება, უდიდესი მნიშვნელობისაა ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან სოფლის ფეხზე დაყენება და სოფლის მეურნეობის განვითარება ჩვენ ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დავისახეთ.

წყარო:”აჭარის სოფლის სოფლის მეურნეობის სამინისტრო”

სხვა ვიდეოები