ექსპედიცია გონიო-აფსაროსში

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაფინანსებით გონიო-აფსაროსის ციხის ტერიტორიაზე საერთაშორისო ქართულ-პოლონური არქეოლოგიური ექსპედიცია დასრულდა. არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოვლენილია ოსმალური და რომაული პერიოდის ყაზარმის ნაშთები. I ს-ის მეორე ნახევრით დათარიღებული შენობის მოზაიკიანი იატაკი და ამ შენობაში შესასვლელი კიბის საფეხურები. გათხრების შედეგად გამოვლენლია ოსმალური, ბიზანტიური და რომაული პერიოდის სხვადასხვა სახის არქეოლოგიური მასალები: დოქები, ჯამები, ქოთნები, ამფორები, მინის ჭურჭლის ნატეხები, მონეტები, ბირთვები, მინის ბეჭდები, ბრინჯაოს ქანდაკების ფრაგმენტები და ა.შ.

“აჭარის კულტურული მემკვიდრეობი დაცვის სააგნტო”

სხვა ვიდეოები