ეროვნულ უმცირესობათა ფესტივალი

2017 წლის 31 ივლისს, 20:00 საათიდან ქალაქ ბათუმის ზღვისპირა ბულვარში, კოლონადებთან გაიმართება ეროვნულ უმცირესობათა ფესტივალი. ბულვარის კოლონადებისკენ მიმავალ ალეაზე მოეწყობა „კუთხე“, სადაც წარმოდგენილი იქნება გერმენული, აზერბაიჯანული, ბერძნული , უკრაინული , რუსული , ებრაული და სომხური დიაპორების ნაციონალური კერძები, სურათები, სამოსი და სხვა ნივთები, რომლებიც ასოცირდება მათ ეროვნებასთან. კოლონადებთან კი მოეწყობა იმპროვიზებული სცენა და გაიმართება კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ეროვნულ უმცირესობათა საცეკვაო ანსამბლები, მუსიკალური ჯგუფები და მომღერლები. ფესტივალზე მოსულ სტუმრებს საჩუქრად გადაეცემათ ჩანთები, რომელიც თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის მოხალისეებმა მოხატეს. პროექტის მიზანია, ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლებში მოტივაციის ამაღლება და მათი აქტიურად ჩართვა მიმდინარე პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პროცესებში. პროექტს ახორცილებს თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი [IJH] „ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს“ მხარდაჭერით.
“თვისუფალ ჟურნალისტთა სახლი”

სხვა ვიდეოები