ერთად ვიზრუნოთ ჩვენ ქალაქზე

ქობულეთში საახალწლო და საფესტივალო განწყობის მიუხედავად ქალაქის იერსახეზე ზრუნვა მაინც გრძელდება. გარემოსდაცვითი კამპანია „ერთად ვიზრუნოთ ჩვენ ქალაქზე“ აქტიურად მიმდინარეობს. დღეს ახალგაზრდულ საქმეთა და გენდერული განყოფილების ინიციატივით დასუფთავების აქცია გაიმართა. ქობულეთის ახალგაზრდული სათათბირო დარბაზის წევრებმა, ბათუმის შოთა რუსთაველის და სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა სანდასუფთავების თანამშრომლებთან ერთად მდინარე აჭყვას შესართავთან ზღვის სანაპირო ნარჩენებისგან გაწმინდეს. გარემოსდაცვითი კამპანიის მიზანია ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, სუფთა და ჯანმრთელი საცხოვრებელი გარემოს შექმნა, მოსახლეობის გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის გაზრდა. გარემოსდაცვითი ღონისძიებების ფარგლებში მსგავსი ხასიათის აქციები მუნიციპალიტეტში სისტემატურად ტარდება.

წყარო:”ქობულეთის მუნიციპალიტეტი”

სხვა ვიდეოები