ერთი აბიტურიენტი ფიზიკის გამოცდაზე ხულოში

აბიტურიენტები გამოცდას არჩევით საგანში – ფიზიკაში აბარებენ. ხულოს საგამოცდო ცენტრში, გამოცდას ფიზიკაში მხოლოდ ერთი აბიტურიენტი აბარებს.

ხულოს საგამოცდო ცენტრის დირექტორის, დავით კუპატაძის ინფორმაციით, ფიზიკის გამოცდაზე ხულოს საგამოცდო ცენტრში, მხოლოდ, ერთი აბიტურიენტი იყო დარეგისტრირებული.

„შეიძლება ითქვას, ფიზიკის გამოცდაზე 100%-იანი დასწრება გვაქვს. გამოცდა ჩვეულებრივად ცხრა საათზე დავიწყეთ და ერთ აპლიკანტს უტარდება, საგამოცდო პროცესი ფიზიკაში, სამ საათსა და ორმოც წუთს გრძელდება“ – ამბობს ხულოს საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელი.

ხულოს საგამოცდო ცენტრში ეროვნულ გამოცდებზე სულ 230-მდე აბიტურიენტია დარეგისტრირებული.
“ბათუმელები”

სხვა ვიდეოები