ერთი გარდაცვლილი და ოთხი დაშავებული – მდინარე აჭარისწყალში ავტომანქანა გადავარდა

ერთი ადამიანი ემსხვერპლა და ოთხი დაშავდა ქედაში, სოფელ ცხემნასთან  მომხდარი ავტოავარიის შედეგად.​ არსებული ინფორმაციით, ავტომანქანა მდინარე აჭარისწყალში გადავარდა.

დაშავებულები  ამდროისთვის სხვადასხვა კლინიკებში  არიან გადაყვანილები.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მოხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის, ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

რა გახდა ავარიის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

 

სხვა ვიდეოები