ერთი მოსწავლე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება

ქედაში მომხდარი ავარიის დროს დაშავებული მოსწავლეები მკურნალობის კურსს, ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის რესპუბლიკურ ცენტრში გაივლიან. ხუთი მათგანი უკვე კლინიკაში იმყოფება. ერთ პაციენტს კი ქედის საავადმყოფოდან რეანომობილით ბათუმში გადმოიყვანეს.

ბათუმის ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის დირექტორის ინფორმაციით ერთი მოსწავლის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

სამედიცინო დაწესებულებასთან აჭარის განათლების მინისტრი, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, სასწავლო დაწესებულების პედაგოგები და მოსწავლეების მშობლები იმყოფებიან.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილი განცხადებით, სამი დაშავებულის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ერთ-ერთი მოსწავლე კი რეანიმაციაში იმყოფება. ლელა სურმანიძის თქმით, მისი მდგომარეობა შედარებით მძიმეა.

აჭარის განათლების მინისტრი ინგა შამილიშვილი აცხადებს, რომ კლინიკაში მოთავსებული ხუთივე მოსწავლე კონტაქტურია და მათ შესაბამისი გამოკვლევები უტარდებათ.

პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, დედათა და ბავშთა ჯანმრთელობის დაცვის რესპუბლიკურ ცენტრში კომენტარს ხვალ დილით გააკეთებენ.

ავარია რამდენიმე საათის წინ ქედაში მოხდა. მოსწავლეები ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ. გადაადგილების დროს ავტობუსის კარი მოულოდნელად გაიღო. შემთხვევის შედეგად 6 მოსწავლე დაშავდა

სხვა ვიდეოები