ეტლი შშმ პირს

ხულოს ერთ-ერთ სოფელში ფსიქიკური სერვისების მიმღებ პირთან ჩვენი მობილური გუნდის ბინაზე ვიზიტისას გუნდის წევრებმა აღმოაჩინეს, რომ ბენეფიციარი წლებია საწოლსაა მიჯაჭვული, ოჯახს კი მისთვის ეტლის შეძენის შესაძლებლობა არ აქვს. ოჯახის 4 წევრი ფსიქიკური სერვისების მიმღები პირია. მათ არც კი იცოდნენ დახმარებისთვის რომელ უწყებას დაკავშირებოდნენ. გარდა ამისა, სოციალურმა მუშაკმა ოჯახის წევრებისგან ინტერვიუს აღების შემდეგ გაარკვია, რომ მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაც დაბალია. ვიზიტის შემდეგ მობილურმა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, შეეკრიბა ყველა საჭირო დოკუმენტაცია და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსთვის გადაეგზავნა. უწყებამ დოკუმენტაციის მიღებიდან უმოკლეს ვადებში პროგრამის ფარგლებში („შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და ხანდაზმულ პირთა გადაადგილების საშუალებებით უზრუნველყოფა“) გასცა ვაუჩერი და მოხდა ეტლის შეძენა. ჩვენმა მობილურმა გუნდმა კი ხულოს მუნიციპალიტეტის წარმომადგენელებთან ერთად ფსიქიკური სერვისების მიმღები პირისთვის ეტლის გადაცემა უზრუნველყო.

წყარო:”აჭარის ფსიქიატრიული საავადმყოფო/Adjarian Psychoneurological Hospital

სხვა ვიდეოები