ევა გოცირიძემ ფიცი დადო

ბათუმში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის ევა გოცირიძის ფიცის დადების ცერემონია გაიმართა. საკონსტიტუციო სასამართლოში გამართულ ცერემონიაზე მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე.

ზურაბ პატარაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს ახალ წევრს მნიშვნელოვანი დღე მიულოცა და წარმატებები უსურვა მეტად საპასუხისმგებლო საქმეში.

ევა გოცირიძე 10 წლის განმავლობაში შეასრულებს მოვალეობას. მან ლალი ფაფიაშვილი ჩაანაცვლა. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე 1 დეკემბერს 90 ხმით პარლამენტმა აირჩია. მის კანდიდატურას მხარს საპარლამენტო ოპოზიცია არ უჭერდა. ევა გოცირიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი იყო.

წყარო:”Zurab Pataradze / ზურაბ პატარაძე

სხვა ვიდეოები