ევრობასკეტი: საქართველომ ისრაელს ოვერტაიმში მოუგო

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა, ევრობასკეტზე უმნიშნველოვანესი დაპირისპირება მასპინძელ ისრაელს ოვერტაიმში მოუგო.

ქართველმა კალათბურთელებმა თამაშში ანგარიშის წაყვანა ვერ შეძლეს. მეტოქესთან გათანაბრება და წინ გასვლა კი მეოთხე მეოთხედში შეძლეს.

ილიას ზუროსის გუნდი ისრაელთან შეხვედრის დასრულებამდე 11 წამით ადრე 87:86 მარცხდებოდა, დიქსონის სამ ქულიანმა საქართველო წინ გაიყვანა – 87:89.

წუთშესვენების შემდეგ, ისრაელთა ნაკრების თავკაცმა მოედანზე ხუთი მსროლელი შემოიყვანა, რამაც შედეგი გამოიღო და 6-წამით ადრე ისრაელმა ანგარიშის გათანაბრება შეძლო – 89:89.

დარჩენილ ექვს წამში კი მსაჯებმა ზაზა ფაჩულიას წინააღმდეგ წესების დარღვევა არ დააფიქსირეს, რის გამოც ქართველმა კალათბურთელებმა საჯარიმო დარტყმის უფლება ვერ მოიპოვეს. შესაბამისად შეხვედრა ოვერტაიმში გადავიდა.

ოვერტაიმში საქართველოს ნაკრებმა დაჩაგრა ისრაელი და 91:104 დაამარცხა.

ქვეჯგუფის ბოლო დაპირისპირებას, ილიას ზუროსის გუნდი ხვალ, იტალიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. სწორედ ამ შეხვედრის რეზულტატი განსაზღვრავს, გავა თუ არა ევრობასკეტის შემდეგ ეტაპზე კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები.

“ipress.ge”

სხვა ვიდეოები