ევროკავშირი ხულოს მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების ახალ პროექტს იწყებს

15 სექტემბერი 2017, ხულო, აჭარა – ევროკავშირი ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში აგრძელებს სოფლის განვითარების მხარდაჭრას საქართველოში. 15 სექტემბერს, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში, ხულოს მუნიციპალიტეტში ახალ პროექტს „სოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობა ხულოს მუნიციპალიტეტში“ ოფიციალურად გახსნის. ღონისძიება გაიმართება ხულოს ცენტრალური ბიბლიოთეკაში 12 საათზე და გაგრძელდება 14:30 საათამდე.მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართავენ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ავთანდილ მესხიძე, პროექტის მისიის ხელმძღვანელი ეკატერინე მესხრიკაძე, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პოგრამის მენეჯერი ალვარო აპარიციო ორტეგა და ხულოს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები.აღნიშნულ ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლები,  საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები და ხულოს მუნიციპალიტეტის თანამშრომლები, ასევე კერძო, არასამთავრობო და საჯარო სექტორის წარმომადგენლები.ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ პროექტს „სოფლის განვითარების და დივერსიფიკაციის ხელშეწყობა ხულოს მუნიციპალიტეტში“ ახორციელებს ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში.  პროექტის პარტნიორები არიან HMRR და PMC კვლევითი ცენტრი. პროექტი მიზანია სამოქალაქო, კერძო და საჯაო სექტორების მჭიდრო თანამშრომლობით და ჩართულობით ხულოს მუნიციპალიტეტში მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა.ევროკავშირი ხელს უწყობს სოფლად სიღარიბის შემცირებასა და სოფლის განვითარების თანამედროვე პრაქტიკის დანერგვას საქართველოში სოფლისა დასოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) დახმარებითრომელიც საქართველოში 2013 წლიდან ხორციელდება.  2013-2019 წლებისათვის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო  პროგრამის (ENPARD) ბიუჯეტი საქართველოში 102 მილიონევროს შეადგენს.  პროგრამის პირველი ფაზის პრიოტიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყოხოლო მეორე ფაზა მიზნად ისახავს სოფლადმცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების გაზრდას.

“enpard.ge”

სხვა ვიდეოები