„ევროკავშირმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს სად მიდის“

საერთაშორისო კონფერენციაზე „საქართველოს ევროპული გზა“, პირველ პანელზე განსახილველი თემა იყო აღმოსავლეთ პარნიორობს შორის ახალი პერსპექტრივები და შესაძლებლობები. ასევე, 2017 წლის სამიტი ევროკავშირსა და ასოცირებულ პარტნიორებს შორის თანამშრომლობის გაუმჯობესებაზე. შეხვედრაზე დაისვა კითხვები როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის პერსპექტივებზე ასევე ასევე ევროკავშირთან დაახლოებაზეც.

ლორ დელკურმა, რომელიც პროექტ EU-STRAT-ის მკვლევარია და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფონდს წარმოადგენს, ისაუბრა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების და ევროკავშირს შორის დაახლოებაზე.

მისი თქმით, ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამ ქვეყანას დაახლოების ხანგრძლივ პროცესს სთავაზობს, რომელიც გრძელ დისტანციაზე სირბილს გავს.

„ამჟამად არ არსებობს დამატებითი შეთავაზების საჭიროება, მეორე მხრივ კი ვერ იქნება მდგრადი რეფორმების პროცესი განხორციელდეს, თუ არ ჩანს ჰორიზონტზე პერსპექტივა. სწორედ ეს პერსპექტივა დაგვეხმარება დაახლოებაში“-ამბობს ის.

ლორ დელკურის აზრით, დღეს ევროკავშირი გზაგასაყარზე დგას.

„კრიკული მოვლენები – ემიგრანტთა კრიზისი, ბრექსიტი, კანონის უზენაესობის დარღვევის შემთხვევები რომელიც მანამდე რა ხდებოდა ევროკავშირის ქვენებში და ა.შ შესაძლოა ევროკავშირის მიმართ სოლიდარობა შეასუსტოს.

ევროკავშირმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს სად მიდის. ევროკავშირის კარები უახლოეს მომავალში არ გაიღება, მაგრამ მაგრამ ის არ უნდა დარჩეს სამუდაოდ დახურული“-ამბობს ის.

ნაციონალური მოძრაობის წევრის გია ბარამიძის მხრიდან იყო მოსაზრება გამოთქმული, რომ ევროკავშირის მხრიდან სწრაფად უნდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ხელშეკრულების რეალიზაცია და არაც შეიძლება სწრაფად.

„ჩვენ ვთხოვთ ევროკავშირს, რომ მოხდეს ჩვენი სრულუფლებიან წევრად მიღება“-ამბობს ის.

„რას გულისხმობს პარტნიორობა და რას არა? პასუხი არის განზრახ სიბნელეში შეფუთული“-ნათქვამი იყო დისკუსიის დროს.

შეხვედრს დროს კითხვები იყო დასმული სომხეთის წარმომადგენლის მხრიდან, რომელიც ამბობდა თუ რა შანსები აქვს სომხეთს, აზერბაიჯანსა და მოლდოვას ევროკავშირთან დაახლოების მხრივ.

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ელჩისს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში იან რეინჰოლდის განმარტებით, სომხეთის ხეისუფლების მხრიდან არსებობდა დადებითი სიგნალები სმიტთან დაკავშირებით.

„და ჩემი აზრით დიალოგი კარგად შედგება, ბელორუს რაც შეეხება მისნკიდანაც მივიღეთ გზავნილები, რომ გავაღრმავოთ პარტნიორობა და ველით ნაბიჯებს აზერბაიჯანის მხრიდანა“.

შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმობა მიგრაციის საკითხებს, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს სასტუმრო „ჰილტონში“.
“ბათუმელები”

სხვა ვიდეოები