ევროპის ჩემპიონი მესამედ- ბათუმის საჭადრაკო კლუბ “ნონას” გამარჯვება

ბათუმის საჭადრაკო კლუბი ‘’ნონა’’ ევროპის ჩემპიონია. გოგონათა გუნდმა ევროპის საჭადრაკო საკლუბო ჩემპიონატი უკვე მესამედ მოიგო. ბოლო _ მეშვიდე ტურში, ქართულმა კლუბმა რუმინეთის გუნდთან შეხვედრა ყაიმით დაასრულა და ტურნირზე საუკეთესო შედეგი აჩვენა. ბათუმის კლუბ ”ნონას” შემადგენლობაში არიან: ნანა ძაგნიძე, ჰარიკა დრონოვალი, ნინო ბაციაშვილი, ბელა ხოტენაშვილი და სალომე მელია.

დაახლოებით ამ შემადგენლობით გუნდს ბოლო 4 წლის განმავლობაში ქალთა შორის ევროპის საკლუბო ჩემპიონატი სამჯერ აქვს მოგებული, გასულ წელს კი ასპარეზობა ვერცხლის მედლებით დაასრულეს. ევროპის პირველობა თურქეთში 7-14 ოქტომბერს გაიმართა. გამარჯვებული მოჭადრაკეები საქართველოში დღეს დაბრუნდებიან.

წყარო:”აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები