ევროპის მოედანზე mcdonald’s-ი გაიხსნება

‘’ბათუმში, ევროპის მოედანზე  mcdonald’s -ის ახალი შენობის მშენებლობა არ იგეგმება’’ – განცხადება ბათუმის მერიამ გაავრცელა.

ამ ეტაპზე სწრაფი კვების ობიექტის გახსნის საკითხი განიხილება. მათი თქმით,  mcdonald’s-ი  ყოფილი რესტორან ‘’ლიზარანის’’ შენობაში განთავსდება.

დაგეგმილია ასევე საზაფხულო ტერასის მოწყობაც. მერიის წარმომადგენელთა განმარტებით, ის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება. კონკრეტულად კი ტროტუარსა და გაზონს შორის. (ფოტო ბათუმის მერიამ გაავრცელა, სადაც საზაფხულო ტერასისთვის გამოყოფილი ტერიტორია წითელი რკალითაა მონიშნილი).

mcdonald’s -ის ერთი ფილიალი ბათუმში უკვე ფუნქციონირებს.

ინფორმაცია ”ბათუმელებმა” დღეს გაავრცელეს.

წყარო:”აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები