ევროპის მოედანზე სოფლის ტურიზმის ფესტივალი იმართება

რამდენიმე საათში ევროპის მოედანზე სოფლის ტურიზმის ფესტივალი “განდაგანა” ოფიციალურად გაიხსნება. ღონისძიებაზე აჭარის ყველა მუნიციპალიტეტი თავის პროდუქციას: ხილს, ტკბილეულს, ხელნაკეთ ნივთებს, ტრადიციულ კულინარიას, ღვინოებს, თაფლსა და სხვა პროდუქტებს წარადგენს. ღონისძიება 16 საათზე გაიხსნება და 7 ოქტომბერს, მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

წყარო: “აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები