ფაროსანა ბაღებიდან სახლებში – მოსახლეობა შველას ითხოვს

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზანაქიძეების მოსახლეობა აზიური ფაროსანას მომრავლებას უჩივის. მათი თქმით, შეწამვლის  მიუხედავად მავნებელმა მოსავალი გაანადგურა და სახლებშიც შეაღწია. ზანაქიძეების მცხოვრებთა ნაწილი კი ამბობს, რომ პრევენციული ღონისძიებები არ გატარებულა.

ადგილობრივი  გამგეობის ინფორმაციით,  მავნებლის წინააღმდეგ აქტიური კამპანია მიმდინარეობს, უკვე შეწამლა ტერიტორიის ნაწილი და მეორე ეტაპი მომავალი წლის აპრილიდან დაიწყება. ადგილობრივებს აზიური ფაროსანას შესაწამლი შხამ-ქიმიქატები დაურიგდათ.

წყარო:”აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები