ფაროსანას წინააღმდეგ ღონისძიებებისთვის აჭარას13 000 ლიტრი პრეპარატი გადაეცა.

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მეთოდებზე მოსახლეობის ინფორმირება-კონსულტირების მიზნით, დღეს ქობულეთის მუნიციპალიტეტში აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ავთანდილ მესხიძემ, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გელა ხანიშვილმა, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა და ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის დირექტორმა გოჩა ბერიძემ ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედისა და ქ. ბათუმის შემოერთებული ტერიტორიების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრას გამართეს.
დღესვე, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ აჭარის რეგიონს 13 000 ლიტრი ბიფენტრინის ჯგუფის პრეპარატი გადასცა. მავნებელთან ბრძოლის მიზნით, სახელმწიფო ფერმერს ერთ ლიტრ შესაწამლ საშუალებას და ფერომონს უსასყიდლოთ გადასცემს. ჯამში ქობულეთის მოსახლეობას გადაეცემა 5300 ლიტრი, ხელვაჩაურს 4200, ქედის 1400, ხოლო ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ფერმერებს კი 2100 ლიტრი.
ბიფენტრინის ჯგუფის პრეპარატები, რომელიც მოსახლეობას დაურიგდება, რეკომენდებულია მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგების მიერ და აზიურ ფაროსანასთან ბრძოლისას ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს.

წყარო: “აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტრო”

სხვა ვიდეოები