ფაროსანასთან ბრძოლაში შესაძლოა ხვალიდან ავიაცია ჩაერთოს

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ წამლობითი ღონისძიებები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ამ დრომდე მიმდინარეობს. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, შესაძლოა პროცესში ავიაციის ჩართვა გახდეს აუცილებელი. ლევან დავითაშვილის თქმით, ფაროსანასთან ბრძოლა ქიმიური პესტიციდებით ხდება. ავიაციის გამოყენების არეალი ამ შემთხვევაში შეზღუდულია და მხოლოდ მოსახლეობისაგან მოცილებულ ტერიტორიებზეა შესაძლებელი. ამ ეტაპზე დაახლოებით 80 000 ჰექტარი ტერიტორიაა დამუშავებული. წამლობითი ღონისძიებები აჭარაშიც მიმდინარეობს. გახდება თუ არა საჭირო პროცესებში ავიაციის ჩართვა, ჯერ-ჯერობით უცნობია.

“აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები