ფასები ლარში – სამშენებლო კომპანიების გაფრთხილება დაიწყო

ზუსტად ათი დღეა მოქმედებს ცვლილება, რომლის მიხედვითაც, მაგალითად სამშენებლო კომპანიებმა ბინების ფასები რეკლამირებისას ლარში უნდა წარმოადგინონ. ამის მიუხედავად ქალაქში უცხოურ ვალუტაში მითითებული ფასები ხშირად შეგხვდებათ.

ნაწილმა უკვე დამზადებულ ბანერზე, რომელშიც ფული აქვს გადახდილი, შემდეგი გამოსავალი ნახა – საღებავით ფასი საერთოდ წაშალა. იმის მიუხედავად, რომ ეროვნულმა ბანკმა ლარში ფასდადების წესის შემოღებისას არაერთი გამონაკლისი დაუშვა, სამშენებლო კომპანიების ნაწილი კიდევ ერთი შეღავათის დაწესებას ითხოვს. წერილი ბანკში უკვე გაგზავნეს.

მშენებლები ამბობენ, რომ პოტენციური კლიენტები ხშირად უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან, სწორედ ამიტომ მათთვის ფასების უცხოურ ვალუტაში მითითება ხელსაყრელია.
“აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები