ფესტივალი ”განდაგანა” გრძელდება

სოფლის ტურიზმის ფესტივალი “განდაგანა” გრძელდება. პროგრამა 4 საათზე განახლდება, დამთვალიერებელს გამოფენების, ადგილობრივი წარმოების პროდუქციის, ხალხური რეწვის ნიმუშების, და ეთნოგრაფიული მუზეუმის ექსპონანტების, ნახვის საშუალება ექნება.

მოეწყობა ფოლკლორ – შოუც. დღესვე დაწურავენ ყურძენს და დაამზადებენ ფესტივალის სახელობის ღვინოს. ღონისძიებაში ჩართვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ფესტივალი “განდაგანა” წელს მესამედ ჩატარდა.

წყარო: “აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები