ფესტივალი ”განდაგანა” ხულოს უხუცესთა ანსამბლ ”ბერმუხას” შესრულებით გაიხსნა

ბათუმში, სოფლის ტურიზმის ფესტივალ „განდაგანას“ ღონისძიებაში ხულოს უხუცესთა ანსამბლი “ბერმუხაც” მონაწილეობდა.

ფესტივალი სწორედ “ბერმუხელების” მიერ შესრულებული განდაგანით გაიხსნა. ხულოს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა მაყურებლს არა მხოლოდ განდაგანას ცეკვა, არამედ ტრადიციული კერძები და ხალხური რეწვის ნიმუშებიც წარუდგინეს.

შეგახსენებთ, მსურველებს მათი დათვალიერება დღესაც შეეძლებათ. ევროპის მოედანზე, ღია ცის ქვეშ ხულოს მუნიციპალიტეტთან ერთად, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტს წარმოდგენილი ჰქონდა მათთვის დამახასიათებელი სოფლის ნობათი, კერძები, სუვენირები და რეწვის ნიმუშები.

ფესტივალის მიზანი აჭარული სოფლის პოპულარიზაცია და სოფლად ტურიზმის სტიმულირებაა. „განდაგანა“ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით ბათუმში უკვე მეორედ იმართება.

წყარო:”ipress.ge”

სხვა ვიდეოები