ფოლკლორული ფესტივალი გომის მთაზე

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტების მაჟორიტარი დეპუტატი აჭარის უმაღლეს საბჭოში ხვიჩა შარაშიძე, უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოსდაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ წულაძე, შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს თავმჯდომარეები გომის მთაზე, ფოლკლორულ ფესტივალ „ჯვარიმინდორს“ დაესწრნენ. „ჯვარიმინდვრობა“ ტრადიციული დღესასწაულია, რომელსაც 6 წლის წინ ჩაეყარა საფუძველი, როცა სოფელ ჭვანას მცხოვრებლებმა, მე-18 საუკუნეში აჭარიდან გატანილი ჯვარი, გურიიდან ფეხით გადმოაბრძანეს . ღონისძიების მონაწილეებმა მთის მწვერვალი დალაშქრეს, სადაც ქვაზე ჯვარის ფორმაა გამოსახული. გაიმართა კონცერტი, რომელშიც შეუახევის კულტურის ცენტრის შემოქმედებითი ჯგუფები მონაწილეობდნენ. ფესტივალის მონაწილეებს დღესასწაული მიულოცა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, წარმატებები და ღვთისმშობლის მფარველობა უსურვა. „ჯვარიმინდვრობა“ ყოველი წლის 28 აგვისტოს, წმიდა მარიამის მიძინების დღეს იმართება.

“აჭარის ა.რ უმაღლესი საბჭო”

სხვა ვიდეოები