ფრიდონ ფუტკარაძე ა(ა)იპ ხელმძღვანელებს შეხვდა

ფრიდონ ფუტკარაძემ მერის რანგში პირველი გაცნობითი შეხვედრა ა(ა)იპ ხელმძღვანელებთან გამართა.
მუნიციპალიტეტის მერმა ა(ა)იპ ხელმძღვანელებს მეტი გააქტიურებისკენ, თითოეული დასაქმებულის პროფესიული განვითარებისკენ მოუწოდა.
„ჩემი პირველი სამუშაო დღე მერიის სამსახურის უფროსებთან და ა(ა)იპ ხელმძღვანელებთან დაიწყო, დღეს უბრალოდ გაცნობითი შეხვედრა იყო. იმედი მაქვს, რომ თითოეული მათგანი მათზე დაკისრებულ ვალდებულებებს თავს კარგად გაართმევს“,- განაცხადა შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ.
ფრიდონ ფუტკარაძე ა(ა)იპ-ში დასაქმებულ თანამშრომლებს და არსებულ ვითარებას პირადად მომდევნო დღეებში გაეცნობა.

წყარო:”შუახევის მუნიციპალიტეტის მერია”

სხვა ვიდეოები