ფრიდონ ფუტკარაძე ნოდარ და მზევინარ ზოიძეების ოჯახს სტუმრობდა

შუახევის მუნიციპალიტეტის მერია აგრძელებს მრავალშვილიან და სოციალურად დაუცველ ოჯახების მონახულებას, ოჯახებზე ახალი წლის მილოცვასა და საახალწლო ტკბილეულის გადაცემას. აქციის ფარგლებში დღეს მუნიციპალიტეტის მერი ფრიდონ ფუტკარაძე სოფლ ახალდაბაში იმყოფებოდა, სადაც ნოდარ და მზევინარ ზოიძეების ოჯახს ახალი წელი პირადად მიულოცა და საახალწლო ტკბილეულთან ერთად სურსათი მიუტანა.

მზევინარ და ნოდარ ზოიძეებს 9 შვილი ჰყავთ, მათ შორის 6-18 წლამდე ასაკის. მუნიციპალიტეტის მერიიდან პროგრამის ,, 18 წლამდე ასაკის 4 და მეტი შვილების მშობლებზე ერთჯერადი ფინანსური დახმარების“ ფარგლებში ოჯახი ყოველ წელს ღებულობს 1000 ლარის დახმარებას. ფრიდონ ფუტკარაძესთან ერთად ზოიძეებს ახალი წელი მერის მოადგილემ რუსუდან შავაძემ, საკრებულოს ,,ქართული ოცნება-კონსერვატორები”-ს თავმჯდომარემ გურამ ზოიძემ და მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა ზაზა ზოიძემ მიულოცეს.

წყარო:”ფრიდონ ფუტკარაძე შუახევის მერი / Pridon Putkaradze

სხვა ვიდეოები