ფრიდონ ფუტკარაძე სხეფის,ღორექეთის და თერშის მოსახლეობას შეხვდა

შუახევის მერობის კანდიდატმა ფრიდონ ფუტკარაძემ,  შეხვედრები მხარდამჭერებთან დაბის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში – სხეფში, ღორექეთში და თერნალში გამართა. შეხვედრაზე მერობის კანდიდატმა მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის შესრულებისა და მუნიციპალიტეტში დაგეგმილი პროექტების შესახებ ისაუბრა, რომლებიც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში განხორციელდება. ფრიდონ ფუტკარაძე ღორექეთში 80-წელს გადაცილებულ ოთარ და ხატიჯე დავითაძეებსაც ეწვია და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინერესდა.მერობის კანდიდატმა ხანდაზმულებს ჯანმრელობა და დიდხანს სიცოცხლე უსურვა. ოთარ და ხატიჯე დავითაძეებს 5 შვილი,17 შვილიშვილიდა 25 შვილთაშვილი ყავთ. ,,მე მომწონს და მხარს ვუჭერ ფრიდონ ფუტკარაძის კანდიდატურას მერის პოსტზე.იმდენად გულწრფელი და კარგი ადამიანია შეუძლებელია კარგი მერი არ იყოს“ ( ოთარ დავითაძე, სოფელი ღორექეთი).

წყარო: “ფრიდონ ფუტკარაძის მხარდამჭერები”

სხვა ვიდეოები