ფრიდონ ფუტკარაძე სოციალურად დაუცველ ოჯახს სტუმრობდა

შუახვის მუნიციპალიტეტის მერი ფრიდონ ფუტკარაძე ნანული დავითაძის სოციალურად დაუცველ ოჯახებს სტუმრობდა. მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა ოჯახს დამდეგი ახალი წელი მიულოცა და მუნიციპალიტეტის მერიის საახალწლო ნობათთან ერთად, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის საახალწლო საჩუქარი სურსათი და ტკბილეული გადასცა. ფრიდონ ფუტკარაძესთან ერთად სოციალურად დაუცველ ოჯახს ახალი წელი საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი დავითაძემ,მერის მოადგილეებმა ომარ ტაკიძემ, რუსუდან შავაძემ და სხვა ხლმძღვანელმა პირებმა მიულოცეს.

წყარო:”შუახევის მუნიციპალიტეტის მერია”

სხვა ვიდეოები