ფრიდონ ფუტკარაძე ,,World Vision Georgia“-ს წარმომადგენლებს შეხვდა

 ფრიდონ ფუტკარაძე არასამთავრობო ორგანიზაცია ,,World Vision Georgia“ -ს დირექტორს ჰანს ბედერსკის, პროგრამების მენეჯერს ეკა გურგენაძეს და მარკეტინგს მენეჯერს მედეა კევლიშვილს შეხვდა.

შეხვედრას მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები ომარ ტაკიძე, რუსუდან შავაძე და შპს,,აჭარისწყალი ჯორჯიას“ წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. “World Vision”-ი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც 5 კონტინენტზე, 102 ქვეყანაში ფუნქციონირებს. “World Vision”-ის საქმიანობა აგებულია 2 ძირითადი საკითხის გარშემო: ბავშვები და საზოგადოება; სიღარიბის დაძლევა.

 “World Vision” საქართველოს ოფისი 1994 წელს გაიხსნა. დღესდღეობით ორგანიზაციის პროგრამები სხვადასხვა სფეროს მოიცავს, ესენია: მძიმე მდგომარეობაში მყოფი ბავშვები, ადამიანის უფლებები, ეკონომიკური განვითარება, ჯანდაცვა და კონფლიქტური რეგიონების დახმარება. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს ხელისუფლების წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტში მიმდინარე სოციალური პროექტები გააცნეს.

თავის მხრივ სტუმრები „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის დღის სარეაბილიტაციო ცენტრის“ მოწყობით, კადრების გადამზადება – დასაქმების საკითხით დაინტერესდნენ.

შეხვედრის შემდეგ მხარეებმა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის დღის სარეაბილიტაციო ცენტრის“მშნებლობაც დაათვალიერეს.

წყარო:”შუახევის მუნიციპალტეტის მერია”

სხვა ვიდეოები