ფრიდონ ფუტკარაძემ აჭარიდან ჩასახლებული ეკომიგრანტები მოინახულა

შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა ფრიდონ ფუტკარაძე აჭარიდან, კერძოდ შუახევის მუნიციპალიტეტიდან ვაზიანში და მუხროვანში ჩასახლებული ეკომიგრანტი მოსახლეობა მოინახულა და შობა-ახალი წელი მიულოცა.

მუნიციპალიტეტის მერმა ეკომიგრანტი მოსახლეობისაგან, ასევე საჭიროებების შესახებ ინფრომაცია მოისმინა და განსაკუთრებული ინტერესი და ყურადღება გამოიჩინა ეკომიგრანტების ყოფითი პირობების მიმართ. ფრიდონ ფუტკარაძემ დღესვე, მუხროვანში შუახეველი ეკომიგრანტების მიერ აშენებული ეკლესია მოილოცა.

წყარო:”შუახევის მუნიციპალიტეტი”

სხვა ვიდეოები