ფრიდონ ფუტკარაძემ ფურტიოს საჯარო სკოლაში მიმდინარე სამუშაოები დაათავლიერა

შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად ფურტიოს საჯარო სკოლაზე მიმდინარე სამუშაოები დაათავლიერა.
სოფელ ფურტიოში აშენდა სამსართულიანი არასტანდარტული, თანამედროვე არქიტექტურული შენობა, რომელშიც გათვალისწინებულია საკლასო ოთახები, ბიბლიოთეკა, კომპიუტერების კაბინეტი. შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, სრულად კეთილმოეწყო სკოლის მიმდებარე ტერიტორია და დაიგო ბეტონის მონოლითური საფარი,მოეწყო ლითონის კვადრატული ღობე. სკოლა აღიჭურვება ახალი სასკოლო ინვენტარით.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს სკოლის გარე მოსაპირკეთებელი სამუშაოები და სპორტული დარბაზის მშენებლობის დასკვნითი ეტაპი.
სამუშაოებს ასრულებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,ნოველთი“. სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 935 110 ლარს შეადგენს.
სკოლის მშნებლობა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო „საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების” მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.
დღესვე ფრიდონ ფუტკარაძემ ფურტიოში, რაგბის მოედანზე, ფეხბურთისა და რაგბის განვითარების სკოლასთან არსებული სარაგბო ჯგუფის ვარჯიშს დასეწრო. მომავალ მორაგბებს მხარდაჭერა და წარმატებები უსურვა.

წყარო:”შუახევის მუნიციპალიტეტის მერია”

სხვა ვიდეოები