ფრიდონ ფუტკარაძემ ღვაწლმოსილ პედაგოგს იუბილე მიულოცა

მუნიციპალიტეტის მერი ფრიდონ ფუტკარაძე ჭვანის საჯარო სკოლაში ღვაწლმოსილი პედაგოგის ზაირა სანიკიძის 80 წლისა და პედაგოგიური მოღვაწეობის 60 წლის საიუბილეო საღამოს დაესწრო. ფრიდონ ფუტკარაძემ პედაგოგს იუბილე მიულოცა და წარმატებები უსურვა. „მინდა გამოვხატო ჩემი უდიდესი პატივისცემა და მოგილოცოთ დაბადების 80 და პედაგოგიური მოღვაწეობის 60 წლის იუბილე. შეუფასებელია ის ღვაწლი, რაც თქვენი პედაგოგიური მოღვაწეობის მანძილზე გაწიეთ. თქვენს ხელში არაერთმა თაობამ გამოიარა, გაწეული ამაგისთვის საზოგადოების მადლიერებასა და დაუღალავი შრომისთვის ღირსეულ შეფასებას იმსახურებს. გისურვებთ, ჯანმრთელობას, ბედნიერებას, მრავალი თაობისათვის გაგეზიარებინოთ თქვენი ცოდნა და გამოცდილება”-აღნიშნა ფრიდონ ფუტკარაძემ. ზაირა სანიკიძე დაიბადა ქ.ბათუმში 1938 წლის 13 დეკემბერს, პედაგოგის ოჯახში.სწავლობდა ქალთა მეცხრე საშუალო სკოლაში, შემდეგ ჭვანის რვაწლიან სკოლაში. 1952-1956 წწ. დაამთავრა ბათუმის პედაგოგიური სასწავლებელი რუსული ენის სპეციალობი;. 1956 წ. დაინიშნა წყაროთის რვაწლიან სკოლაში დაწყებითი კლასის მასწავლებლად; 1959 წ. მუშაობდა ჭვანის საჯარო სკოლაში რუსული ენის მასწავლებლად; 1961-1966წწ. სწავლობდა ბათუმის შ.რუსთაველის სახელმწიფო ინსტიტუტში, რუსული ენისა და ლიტერატურის სპეციალობის დაუსწრებელ განყოფილებაზე; 1976-2000 წწ. იყო ჭვანის საჯარო სკოლის დირექტორი ( 25 წელი); დღემდე მუშაობს ჭვანის საჯარო სკოლაში რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. გავლილი აქვს დირექტორის კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები და დაჯილდოვებულია სხვადასხვა სიგელებით. ჰყავს მეუღლე, 3 შვილი, 7 შვილიშვილი, 4 შვილთაშვილი. ღონისძიებას მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე რუსუდან შავაძე, საკრებულოს დეპუტატები, რესურსცენტრის თანამშრომლები,ზაირა სანიკიძის შვილები, მოსწავლეები და პედაგოგები ესწრებოდნენ. იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიება სკოლის ორგანიზებით გაიმართა.

წყარო:”შუახევის მუნიციპალიტეტის მერია”

სხვა ვიდეოები