ფრიდონ ფუტკარაძემ მერი ქარცივაძეს100 წლის იუბილე მიულოცა

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ გომარდულში მცხოვრებ მერი ქარცივაძეს, დღეს, დაბადებიდან 100 წელი შეუსრულდა. ქალბატონი მერი 1918 წელს შუახევის მუნიციპალიტეტში დაიბადა. არის ომის ვეტერანი, მიღებული აქვს ჯილდო. ჰყავს 12 შვილი,19 შვილიშვილი, 40 შვილთაშვილი და 26 შვილთაშვილისშვილი.

100 წლის ქალბატონს იუბილე შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ ხელმძღვანელ პირებთან ერთად მიულოცა. ,,ქალბატონ მერის ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს, შვილების, შვილიშვილების და შვილთაშვილების კარგად ყოფნას ვუსურვებთ. ხანდაზმულ ადამიანებზე ზრუნვა და მათი თანადგომა ჩვენს ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. ყველას ვუსურვებთ, რომ საუკუნეს გადააბიჯოს და ისევე მხნედ გამოიყურებოდეს, როგორც ქალბატონი მერი” – აღნიშნა ფრიდონ ფუტკარაძემ.

ქალბატონ მერის, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში, იუბილესთან დაკავშირებით, უახლოეს დღეებში 1000 ლარი გადაეცემა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო, „100 წელს გადაცილებულ მოქალაქეებზე ერთჯერადი მატერიალური დახმარების“ პროგრამას 2004 წლიდან ახორციელებს. 2014 წლამდე თითოეულ მოქალაქეზე 500 ლარი გაიცემოდა, 2014 წელის შემდეგ თანხის ოდენობა გაიზარდა და 1000 ლარს შეადგენს.

2018 წელს, აჭარაში, 100 წელი შეუსრულდება 11 მოქალაქეს. 100 წელს გადაცილებული კი 27 მოქალაქე ცხოვრობს, აქედან ყველაზე უხუცესი, ხულოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები, 112 წლის ფიქრიე ირემაძეა.

წყარო:”ფრიდონ ფუტკარაძე შუახევის მერი / Pridon Putkaradze

სხვა ვიდეოები