ფრიდონ ფუტკარაძემ პატარებს საახალწლო სურვილი აუსრულა

ზღვის დონიდან 850 მ მდებარეობს შუახევის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელი გუნდაური;  რაიონული ცენტრიდან კი 7-კმ დაშორებით;  სოფელში წლების წინ 12 ოჯახი ცხოვრობდა, ეხლა 6 კომლია;  ფუნქციონირებს გუნდაურის დაწყებითი სკოლა, სადაც 3 მოსწავლე სწავლობს;  ამ პატარა სოფელს, მუნიციპალიტეტის მერი ფრიდონ ფუტკარაძე ახალი წლის მისალოცად მოადგილესთან რუსუდან შავაძესთან ერთად სტუმრობდა;  ფრიდონ ფუტკარაძემ პატარებს საახალწლო სურვილი აუსრულა და საახალწლო ნობათთან ერთად საჩუქრად ბურთები მიუტანა;  მერის მოულოდნელმა სტუმრობამ პატარები ემოციურად განაწყო და გამოჩენილი ყურადღებისთვის ფრიდონ ფუტკარაძეს მადლობა გადაუხადეს.

წყარო:”შუახევის მუნიციპალიტეტის მერია”

სხვა ვიდეოები