ფრიდონ ფუტკარაძემ საარჩევნო პროგრამა სოფელ ოქროპილაურის ამომრჩევლებს გააცნო

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ შუახევის მერობის კანდიდატმა ფრიდონ ფუტკარაძემ თავისი საარჩევნო პროგრამა სოფელ ოქროპილაურის ამომრჩევლებს გააცნო.
,, ქართულმა ოცნებამ შეიმუშავა განვითარების სტრატეგიული პროგრამა, რომელიც გააძლიერებს ადგილობრივ თვითმმართველობას, მისცემს მას წვდომას მეტ რესურზე და მინიმუმ გააორმაგებს ადგილობრივ ბიუჯეტს. ამისათვის მეტი სიმძლავრით ამუშავდება ინფრასტრუქტურული პროექტები, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა. დასრულდება ყველა დარჩენილი სოფლის წყალმომარაგება, გზები, გაზიფიკაცია. დაიწყო ისტორიული პროექტის განხორციელება, მაღალმთიანი აჭარის გაზიფიკაციას. მაღალმთიანეთის ბუნებრივი აირით უზრუნველყოფა ხელს შეუწყობს დამატებითი ინვესტიციების მოზიდვასა და ტურიზმის სფეროს განვითარებას. ბუნებრივი აირის არსებობის პირობებში დაიზოგება ტყის რესურსი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს მეწყრული პროცესების შეჩერებას. პროექტი 2019 წლის 1 მარტს დასრულდება და გაზსადენი ხელვაჩაურს, ქედასა და შუახევს უზრუნველყოფს ბუნებრივი აირით“- განაცხადა ფრიდონ ფუტკარაძემ.
შუახევის მერობის კანდიდატი ადგილობრივებთან შეხვედრებს ყოველდღიურ რეჟიმში მართავს.

წყარო:”ფრიდონ ფუტკარაძის მხარდამჭერები”

სხვა ვიდეოები