ფრიდონ ფუტკარაძემ თანამშრომლებს მოადგილეები წარუდგინა

შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ თანამშრომლებს მოადგილეები წარუდგინა. ომარ ტაკიძე და რუსუდან შავაძე უფლებამოსილების განხორციელებას დღეიდან შეუდგებიან.
ომარ ტაკიძე დაბადა 10.05.1973წ. შუახევის რაიონის სოფ. ნაღვარევი;
დაამთავრა შუახევის შოთა რუსთაველის სახელობის საშუალო სკოლა;
1991-1993 წწ. სწავლობდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფიზიკა – მათემატიკის ფაკულტეტზე;
1993-1996 წწ. დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი – ზოგადტექნიკური დისციპლინებისა და შრომის სპეციალობობით;
სამუშაო გამოცდილება:
2016-2017 წწ. შპს ,,ეკონომია“-ს დირექტორი;
2003-2016წწ. ეწეოდა ინდივიდუალურ სამეწარმეო საქმიანობას;
2012-2014 წწ ქ.ბათუმის საკრებულოს მრჩეველთა საბჭოს წევრი;
2012-2014წწ. აღმაშენებლის უბნის საზოგადოებრივი დარბაზის ხელმძღვანელი.
ჩაბარებული აქვს საჯარო მოხელის გამოცდა, გავლილი აქვს თვითმმართველობის ტრენინგები და საგადასახაო და საბუღალტო აღრიცხვის კურსები.
რუსუდან შავაძე დაიბადა 13.12.1975 წ. შუახევის რაიონში;
დაამთავრა შუახევის შოთა რუსთაველის სახელობის საშუალო სკოლა;
1993-1999 წწ. სწავლობდა შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე;
2003-2007 წწ. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი;
სამუშაო გამოცდილება:
1994-2007 წწ. სოფელ ჩანჩხალოს საჯარო სკოლა- ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
2005-2006 წწ. სოფელ ჩანჩხალოს საჯარო სკოლის დირეტქორის მ/შემსრულებელი;
2006-2010 წწ. შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე;
2010-2011 წწ. შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობა- განათლების, კულტურის, სპორტის ტურიზმის ძეგლათა დაცვის სამსახური.
2010-2012 წწ. ხიჭაურის წმიდა გრიგოლ ხანძთელის სკოლა – ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი;
2012-2016 წწ შუახევის რესურსცენტრის მთავარი სპეციალისტი განათლებისა და კულტურის დარგში;
2016 წლის 18 თებერვლიდან – 2017 წლის 12 ნოემბრამდე შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე.
ჩაბარებული აქვს სერთიფიცირების გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში.
ამ დროისათვის შუახევის მუნიციპალიტეტში ვაკანტურია ერთი მოადგილის პოზიცია.

წყარო:”შუახევის მუნიციპალიტეტის მერია”

სხვა ვიდეოები