გადადგომის შესახებ განცხადებას სოფლის მეურნეობის მინისტრი სავარაუდოდ ხვალ გააკეთებს

გადადგომის შესახებ განცხადებას სოფლის მეურნეობის მინისტრი სავარაუდოდ ხვალ გააკეთებს. გავრცელებული ინფორმაციით ლაშა კომახიძე „ქართული ოცნებიდან“ ბათუმის მერობის კადიდატი იქნება. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტის კითხვაზე დატოვებს თუ არა მინისტრის თანამდებობას? ლაშა კომახიძე კონკრეტული პასუხისგან თავს იკავებს. გადადგომის შესახებ ინფორმაციას კი არც უარყოფს და არც ადასტურებს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე კი აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტების გამგებლების პოზიციაზე, კანდიდატების შერსარჩევად მოლაპარაკები უკვე დასრულდა.

“აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები