გაიგეთ ვინ ვერ მოხვდა ბათუმის ახალი მერის განახლებულ გუნდში

ბათუმის მერიის  მუნიციპალური ორგანიზაციების ხელმძღვანელთა ნაწილს ხელშეკრულებები აღარ გაუგრძელდა. ახალი მერის, ახალ გუნდში ვერ მოხვდნენ ‘’სანდასუფთავების’’ სამსახურის უფროსი დავით ასამბაძე, ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი ჩხეიძე, ბაღების გაერთიანების უფროსი ნატალია ზაქარეიშვილი, გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების ხელმძღვანელი ლევან ჭანუყვაძე, ასევე საფეხბურთო კლუბ  ბათუმის ‘’დინამოს’’ დირექტორი ოთარ ფედიჩკინი.

ბათუმის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ინფორმაციით, მოვალეობას დროებით მოადგილეები შეასრულებენ. ახალ ხელმძღვანელებს კი ლაშა კომახიძე უახლოეს მომავალში წარადგენს.

‘’სანდასუფთავების’’ სამსახურში დროებით ხელმძღვანელის პოზიციაზე ნარგიზ ფალავადშვილიიმუშავებს, ”ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოში” გენადი ჩხეიძე, ”ბაღების გაერთიანებაში” მამუკა შამილიშვილი, გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურში კი შავლეგ ფხალაძე.

ბათუმის მერიის მუნიციპალური ორგანიზაციების ხელმძღვანელებს,  ხელშეკრულება 31 დეკემბერს დაუსრულდათ. 

ბათუმის მერიაში რეორგანიზაციის დაწყება ლაშა კომახიძემ საკრებულოს სხდომაზე დააანონსა.

 წყარო:”აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები