გამგებელმა სტიქიით დაზარალებულები მოინახულა

ქობულეთის გამგებელმა სულხან ევგენიძემ დაბა ჩაქვსა და ჩაისუბანში სტიქიის შედეგად დაზარალებულები მოინახულა და მათ მდგომარეობას გაეცნო. სტიქიის შედეგად დაბა ჩაქვში საცხოვრებელი სახლის აივანი ჩამოინგრა, ხოლო ჩაისუბანში უხვი ნალექის შედეგად დიასამიძეების საცხოვრებელ სახლთან მეწყერი ჩამოწვა. ოჯახებს საფრთხე არ ემუქრებათ. მათ მდგომარეობას სტიქიის ადგილობრივი კომისია შეისწავლის. დღეს მეწყერული პროცესები მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში განვითარდა. დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და შიდა სასოფლო გზები.

წყარო: “ქობულეთის მუნიციპალიტეტი”

სხვა ვიდეოები