“გამოცდაზე მხოლოდ მე ვიყავი” – ერთიანი ეროვნული გამოცდები ერთისთვის

ხულოში მცხოვრები რომან თავართქილაძე ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტზე აბარებს, მას დამატებითი საგანი ფიზიკა ქონდა არჩეული, თუმცა აღმოჩნდა, რომ ხულოს საგამოცდო ცენტრში მხოლოდ ის აბარებდა ამ საგანს.

როგორც რომანი ” აიპრესთან” აღნიშნავს, გამოცდა საკმაოდ რთული მოეჩვენა, თუმცა ბარიერის გადალახვის იმედი მაინც აქვს, იგი საუბარში გულდაწყვეტით აღნიშნავს, ფიზიკას გამოცდაზე მხოლოდ თვითონ აბარებდა და ეს ალბათ იმით აიხსნება, რომ ნაკლები ადამიანია ამ საგნით დაინტერესებული.

“გამოცდიდან რამდენიმე წუთია რაც გამოვედი, საკმაოდ რთული იყო თუმცა ბარიერის იმედი მაინც მაქვს, გამოცდაზე მხოლოდ მე ვიყავი რაც ძალიან სამწუხაროა რადგან ალბათ ნაკლები ახალგაზრდაა დაინტერესებული ამ საგნით. ისე ბიზნესის ადმინისტრირებაზე ვაბარებ” აღნიშნა “აიპრესთან” რომან თავართქილაძემ.
“ipress.ge”

სხვა ვიდეოები