გამოვლენილია გამომძალველები, რომლებიც გარდაცვლილი სამხედროების სახელით ოჯახს აშანტაჟებდნენ

2016 წლის აგვისტოში, გონიოში, საქართველოს შეიარაღებული ძალების ორი სამხედრო  იაგო შარაძე და გიორგი ნანეტაშვილი ზღვაში დაიკარგნენ. ისინი წვრთნების დროს ზღვაში შევიდნენ და ზედაპირზე ამოსვლა ვერ შეძლეს. დაკარგულებს 11 დღე უშედეგოდ ეძებდნენ.

გარდაცვლილები ვერ იპოვეს, თუმცა სახელმწიფომ ისინი გარდაცვლილებად აღიარა და დაკრძალვის საპატიო ცერემონიალი ზღვაში გვირგვინის ჩაშვებით გამართა.

რამდენიმე თვეში, გარდაცვლილ სამხედროების ერთ-ერთ ოჯახს შვილის სახელით წერილი მიუვიდა. წერილში ნათქვამი იყო, რომ გარდაცვლილი სამხედროები ცოცხლები არიან და ფინანასური დახმარება სჭირდებოდათ. ხელით ნაწერ წერილში მშობლებს არწმუნებდნენ, რომ ვალი ქონდათ და ფულის, 39 ათასი  დოლარის გაგზავნას სთხოვდნენ.

წერილის ავტორი ირწმუნებოდა, რომ ვალის გადახდამდე საქართველოში არ ჩამოესვლებოდათ, თხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში კი თავს მოიკლავდნენ.

სამხედროს ოჯახის წევრებმა წერილში ეჭვი შეიტანეს და დახმარებისთვის თავდაცვის სამინისტროს მიმართეს.

აღიძრა საქმე და სამართალდამცველებმა მალევე დაადგინეს, რომ გარდაცვლილი სამხედროების სახელით, მშობლების დაშანტაჟებას რამდენიმე პირი ცდილობდა. ბრალი თანხის გამოძალვის მცდელობაში სამ პირს წაუყენეს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ დაკავებული სამი პირიდან ორი ოჯახის მდგომაროებით სარგებლობდა და ფულის გამოძალვას სცდილობდა. მოსამართლის გადაწყვეტილებით გამომძალველებიდან  ციხეში ერთი შვიდს, ხოლო მეორე ექვს წელს გაატარებენ.

მესამე ბრალდებული მოსამართლის გადაწყვეტილებით უდანაშაულო იყო და სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.

წყარო:’აჭარის ტელევიზია”

სხვა ვიდეოები