გამწვანების სამუშაოები ბათუმში

ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის მიერ, ქალაქის სხვადასხვა მონაკვეთში შემდეგი სახის სამუშაოები განხორციელდა: გორგილაძის, მემედ აბაშიძის, თამარის დასახლების, რუსთაველისა და ორბელიანის ქუჩების მიმდებარე ტერიტორიებზე ჩატარდა გაცელვითი სამუშაოები; ხიმშიაშვილისა და რუსთაველის ქუჩებზე მდებარე საყვავილე კლუმბებში ჩატარდა ერთწლოვანი ყვავილებისა და ვარდების მოვლითი სამუშაოები; რუსთაველის ქუჩაზე ორნამენტულ ბზებს ჩაუტარდა გასხვლა-ფორმირება; თამარ მეფის გზატკეცილის, ნონეშვილის, გორგილაძისა და კაჩინსკის ქუჩებზე არსებულ მცენარეებს ჩაუტარდა მავნებელი დაავადებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ღონისძიებები და წამლობა.
“ქალაქ ბათუმის მერია”

სხვა ვიდეოები