გამწვანების სამუშაოები.

ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახური ქალაქის ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და კორდების მოვლით სამუშაოებს ახორციელებს. ჯავახიშვილის, თამარის დასახლების, წერეთლის, აეროპორტის გზატკეცილისა და რუსთაველის ქუჩების მიმდებარე ტერიტორიებზე ჩატარდა ბალახის გაცელვის სამუშაოები. თამარ მეფის გზატკეცილისა და აეროპორტის შესასვლელის მიმდებარედ მცენარეთა ირგვლივ გაფხვიერდა ნიადაგი, ჩატარდა ერთწლოვანი ყვავილების მოვლითი სამუშაოები.
“ბათუმის მერია”

სხვა ვიდეოები