გამწვანებითი სამუშაოები

ბათუმის მერიის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის მიერ, მაიაკოვსკის, ჩარმიქლის, კაჩინსკისა და ბაგრატიონის ქუჩების მიმდებარე ტერიტორიაზე გაცელვითი სამუშაოები განხორციელდა. ახალი ბულვარის ბოლო მონაკვეთში მცენარეთა ირგვლივ გაფხვიერდა ნიადაგი, ჩატარდა ერთწლოვანი ყვავილების მოვლითი სამუშაოები. ხოლო, პუშკინისა და თამარ მეფის გზატკეცილის მიმდებარედ, ბორდიურები და სავალი ბილიკები შეიწამლა ჰერბიციდით.
“ბათუმის მერია’

სხვა ვიდეოები